ბრიფინგი ადვოკატ გიორგი მდინარაძის საქმესთან დაკავშირებით

18 ოქტომბერი 2018

18 ოქტომბერს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში გაიმართა ბრიფინგი ადვოკატ გიორგი მდინარაძის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ცემის ფაქტთან დაკავშრებით.

 

გიორგი მდინარაძის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე, ხვალ, 19 ოქტომბერს, საქართველოს უზენაეს სასამართლოში ჩანიშნულია სასამართლო განხილვა.

 

საქმე ეხება 2015 წლის 8 ნოემბერს, ქალაქ თბილსის ვაკე საბურთალოს საამართველოს N 5 განყოფილებაში პოლიციის თანამშრომლების მხრიდან პროფესიული საქმიანობის შესრულების პროცესში მყოფი ადვოკატი გიორგი მდინარაძისთვის ჯგუფური ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს.

 

„პოლიციის თანამშრომლების მხრიდან ჩადენილი ჯგუფური დანაშაულის ფაქტი დადასტურდა არაერთი კონკრეტული მტკიცებულებით, რომლებიც ქმნიდნენ შესაბამის სტანდარტს ყველა სავარაუდო დამნაშავე პოლიცელის მიმართ დაწყებულიყო გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა, თუმცა, გაუგებარი მიზეზებით, სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიეცა მხოლოდ აღნიშნული განყოფილების უფროსი, ლაშა კვირკვაია, რომელსაც სასამართლომ მხოლოდ გირაო შეუფარდა. იმედს გამოვთქვამთ, რომ უზენაესი სასამართლო მაინც გამოიტანს ამ საქმეზე ობიექტურ განაჩენს.“ - განაცხადა ადვოკატის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ონისე მარგიანმა.

 

„ადვოკატისთვის პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება არის უპრეცენდენტო დანაშაული, რომელზე თვალის დახუჭვაც შექმნის საშიშ პრეცენდენტს და გააჩენს დაუცველობის განცდას არა მხოლოდ ადვოკატთა კორპუსში, არამედ მთლიანად საზოგადოებაში. თავად ის ფაქტი, რომ უზენაესმა სასამართლომ საქმე წარმოებაში მიიღო, უკვე პოზიტიურია და ერთადერთი ლოგიკური განაჩენის დადგომის იმედს გვაძლევს“ - განაცხადა დაზარალებულმა ადვოკატმა, გიორგი მდინარაძემ.

 

 საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას სრულად იზიარებს დაზარალებული მხარის არგუმენტებს და მიიჩნევს, რომ უმნიშნელოვანესია ადვოკატის უფლებების დარღვევის ფაქტებზე შესაბამისი, მკაცრი რეაგირების მოხდენა, როგორც სახელმწიფო სტრუქტურების, ასევე სასამართლო ხელისუფლების მხრიდან.

 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი